გიორგი გოჩოლეიშვილმა ბუნდესლიგაში სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა. მისი „ჰამბურგი“ სტუმრად მიონხენგლადბაის „ბორუსიას“ შეხვდა და ქულა მოიპოვა – 0:0.
ქართველი მცველი ძირითად შემადგენლობაში იყო და მატჩის მიწურულს, 86-ე წუთზე შეცვალეს.
გიორგი საკმაოდ აქტიური იყო, თავის პოზიციაზეც დამაჯერებლად გამოიყურებოდა და შეტევებშიც ერთვებოდა.
81-ე წუთზე ჩვენიანი დრიბლინგით მეტოქის საჯარიმოში შეიჭრა, წაიქცა და იერიშის დასრულება ვერ შეძლო.
მომდევნო შეხვედრას „ჰამბურგი“ 29 აგვისტოს გამართავს, შინ „სანკტ პაულთან“.

GIPHY App Key not set. Please check settings