in

სამი გიორგი: საფრანგეთში ქართული მატჩი შედგა – მიქაუტაძემ მოიგო

მართლაც იშვიათი რამ მოხდა საფრანგეთში: ლიგა 1-ის გუნდები შეხვდნენ ერთმანეთს და ორივეგან იყვნენ ქართველები, თანაც სამივე გიორგი.

გიორგი მიქაუტაძის „ლიონმა“ შინ გიორგი წიტაიშვილისა და გიორგი აბუაშვილის „მეცი“ დაამარცხა – 3:0.

მიქაუტაძე ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ძირითადში იყო, ისევე როგორც სტუმართა შორის წიტაიშვილი და აბუაშვილი. ორივე მათგანი 62-ე წუთზე შეცვალეს. ეს აბუაშვილისთვის პირველი მატჩი იყო ლიგა 1-ში.

მიქაუტაძეს გოლის გატანის შანსი ჰქონდა, თუმცა 76-ე წუთზე მეკარემ ივარგა. ჟორჟს კიდევ ჰქონდა შანსები. სხვათა შორის, ერთხელ მისი დარტყმული ბურთი აბუაშვილმა დაბლოკა.

შეფასებები: Flashscore – 7.1; Sofascore – 6.5; Whoscored – 7.9.

წიტაიშვილის შეფასებები: Flashscore – 6.0; Sofascore – 6.3; Whoscored – 6.0. აბუაშვილის შეფასებები: Flashscore – 5.8; Sofascore – 6.6; Whoscored – 6.3.

ლიონი – მეცი 3:0
გოლები: 1:0 ფოფანა (25), 2:0 ტოლისო (30), 3:0 კარაბეცი (83)

ორი ტურის შემდეგ „ლიონს“ 6 ქულა აქვს და პსჟ-სთან ერთად ლიდერია. 31 აგვისტოს „მარსელს“ უმასპინძლებს. „მეცი“ უქულოდაა და ამავე დღეს სტუმრად „პარიზს“ შეხვდება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

2026 წლის მუნდიალის წილისყრა 5 დეკემბერს გაიმართება

ზურიკომ ზედიზედ მეორედ გაიტანა და სენტ ეტიენს მოაგებინა