„უდინეზემ“ ახალწვეულები ოფიციალურად წარადგინა.
გენერალურმა მენეჯერმა ფრანკო კოლავინომ, სპორტულმა დირექტორმა გოჰან ინლერმა და ტექნიკურმა დირექტორმა ჯან ლუკა ნანიმ საბა გოგლიჩიძე და იაკუბ პიოტროვსკი წარადგინეს.
ფრანკო კოლავინო: „გოგლიჩიძემ სრული სეზონი ითამაშა სერია A-ში, ის საქართველოს ნაკრების წევრია და არის მცველი, რომელსაც აქვს დიდი პოტენციალი. მჯერა, რომ მას შეუძლია გუნდი გააძლიეროს“.
ჯან ლუკა ნანი: „საბა შესანიშნავი მოთამაშეა. ახალგაზრდა, გამორჩეული თვისებებით, რომლის მიმართაც გულწრფელი და თბილი დამოკიდებულება გვაქვს“.
წარდგენის შემდეგ კომენტარი გააკეთა თავად საბა გოგლიჩიძემაც:
„გასულ წელს სერია A-ში პირველი სეზონი ჩავატარე და ახლა უფრო თავდაჯერებული ვარ. აქ ყველა მეხმარება. თანაგუნდელებისგან დიდ ენერგიას ვგრძნობ. გუნდის დასახმარებლად ყველაფერს გავაკეთებ.
სასიამოვნოა იმის გააზრება, რომ „უდინეზეს“ წევრი გავხდი და ამით ძალიან ბედნიერი ვარ. ამ შესანიშნავ გუნდში ჩარიცხვა ჩემს კარიერაში დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია.
„უდინეზეში“ პირველი ქართველი ფეხბურთელი ვარ, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია. მინდა, თანამემამულეებმა ჩემით იამაყონ. კარიერა 2-ნომრიანი მაისურით დავიწყე და „უდინეზეშიც“ ეს ნომერი ამიტომ ავირჩიე.

GIPHY App Key not set. Please check settings