მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრების დარჩენილი ორი მეტოქის ვინაობა გაირკვა.
ცნობილი იყო, რომ ჩვენთან A ჯგუფში ესპანეთი იქნებოდა, პრესაკვალიფიკაციო ეტაპის შემდეგ კი გაირკვა, რომ ჩვენს ჯგუფში დანია და უკრაინა იქნებიან.
ევროპის ზონიდან მსოფლიო ჩემპიონატზე 12 ნაკრები გავა.
32 გუნდი 8 ჯგუფში 4-4 გუნდად განაწილდებიან. ყველა ერთმანეთს ორჯერ, შინ და გარეთ შეხვდება. საუკეთესო 3 გუნდი მომდევნო ეტაპზე გადავა.
მეორე ეტაპზე 4 ახალი ჯგუფი გაკეთდება, თუმცა პირველი ეტაპი შედეგები გადაყვება.
თითო ჯგუფიდან საუკეთესო 3 გუნდი მსოფლიო ჩემპიონატზე წავა.
საქართველოს ნაკრების კალენდარი:
27 ნოემბერი, 2025 წელი: საქართველო – უკრაინა
30 ნოემბერი, 2025 წელი: ესპანეთი – საქართველო
27 თებერვალი, 2026 წელი: დანია – საქართველო
2 მარტი, 2026 წელი: საქართველო – დანია
2 ივლისი, 2026 წელი: უკრაინა – საქართველო
5 ივლისი, 2026 წელი: საქართველო – ესპანეთი
GIPHY App Key not set. Please check settings