in

ვალენსია ჩაკვეტაძის დამატებას ისევ ცდილობს: პირადი კონტრაქტი შეთანხმებულია

Watford FC Season. 2025-26 17/07/2025 Pic Alan Cozzi Copyright Archive Pre Season London Colney

გიორგი ჩაკვეტაძემ „ვალენსიასთან“ პირადი კონტრაქტი შეათანხმა – ინფორმაციას Geo Team-ი ავრცელებს.

როგორც Geo Team-ი წერს, საქართველოს ნაკრების მოთამაშემ „ვალენსიასთან“ პირადი კონტრაქტის ყველა დეტალი შეათანხმა, საუბარია ოთხწლიანი ხელშეკრულების გაფორმებაზე. „უოტფორდი“ ტრანსფერში 10 მილიონ ევროს ითხოვს და ახლა ყველაფერი ინგლისური და ესპანური კლუბების შეთანხმებაზეა დამოკიდებული.

„ქართველს „ვალენსია“ ანდრე ალმეიდას შემცვლელად მიიჩნევს – თუ პორტუგალიელი „ღამურებს“ დატოვებს, ესპანური კლუბი გიორგი ჩაკვეტაძის ტრანსფერს ზაფხულშივე დახურავს“, – წერს Geo Team-ი.

„ვალენსია“ „უოტფორდის“ ვარსკვლავის დამატებას ცდილობს – ამის შესახებ ინფორმაციას ინგლისური გამოცემა the72 ავრცელებს.

„ჟურნალისტ საშა ტავოლიერის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე, შესაძლოა, „უოტფორდმა“ თავისი ვარსკვლავი გიორგი ჩაკვეტაძე გუნდიდან გაუშვას – საქართველოს ნაკრების წევრის დამატებას ესპანური „ვალენსია“ ცდილობს. ლა ლიგის გუნდს ზაფხულშივე სურს ჩაკვეტაძის დამატება, რომელსაც ტრავმის გამო ახალ სეზონში „უოტფორდში“ ჯერ არ უთამაშია.

ვალენსიელები ინგლისელებს ტრანსფერის გამოსყიდვაზე უკვე დაეკონტაქტნენ, თუმცა კონკრეტული ციფრი არაა მითითებული.

გასული წლის ბოლოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ „უოტფორდი“ ჩაკვეტაძის სანაცვლოდ დაახლოებით 20 მილიონი ფუნტის მიღებას იმედოვნებდა. უცნობია, შემცირდა თუ არა ეს თანხა ბოლო დღეებში“, – წერს the72.

1tv.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ერთი წელი ლოზანაში: სიგუა ბაზელიდან წავიდა

კიტეიშვილი ტურის საუკეთესო მოთამაშეა