in

კვარა შეცვლაზე ცოტა ათამაშეს, გადახალისებულმა პსჟ-მ მაინც მოიგო

ხვიჩა კვარაცხელიამ და პსჟ-მ საფრანგეთის ჩემპიონატის ახალი სეზონი „ნანტთან“ სტუმრად ცოტა უსახური, მაგრამ მოგებით დაიწყეს – 1:0.

პარიზელების შემადგენლობა გადახალისებული იყო და ძირითადში არც ქართველი ფეხბურთელი ყოფილა. ჩვენიანი შეცვლაზე 78-ე წუთზე შევიდა. მეორე ტაიმში შევიდნენ დემბელე, დუე, მენდეში და ჰაკიმი.

ხვიჩამ შესვლიდან მალევე სცადა გოლის გატანა, თუმცა მეკარეს ვერ აჯობა.
ერთ ეპიზოდში ალბათ ჯობდა დაერტყა, როცა საჯარიმოში შევიდა, თითქოს მდგომარეობაც ხელსაყრელი ჰქონდა, მაგრამ პასის გაკეთება ამჯობინა.

შეფასება: 6.6.

ნანტი – პსჟ 0:1
გოლი: ვიტინია (67)

მომდევნო შეხვედრას პსჟ 22 აგვისტოს შინ „ანჟესთან“ ჩაატარებს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

გერმანიის თასზე: ბუდუ გავიდა, ლოჩოშვილი გავარდა, გოჩოლეიშვილი სირცხვილს გადაურჩა

კვერნაძე შევიდა, გაიტანა და ფროზინონე მომდევნო ეტაპზე გაიყვანა