გერმანიაში თასის მატჩები გაიმართა და ითამაშეს ქართველების გუნდებმაც და ჩვენებმაც.
1/32-ფინალში ბუდუ ზივზივაძის „ჰაიდენჰაიმი“ სტუმრად რეგიონული ლიგის „ბალინგერს“ შეხვდა და იოლად დაამარცხა – 5:0.
ქართველი თავდამსხმელი ძირითად შემადგენლობაში იყო, შეუცვლელად ითამაშა და მიუხედავად იმისა, რომ გოლი არ გაუტანია და საგოლე გადაცემა არ შეუსრულებია, მაინც მაღალი შეფასება დაიმსახურა – 7.5 ქულა.
ეს კი მისი აქტიურობის დამსახურებაა.
ბალინგერი – ჰაიდენჰაიმი 0:5
გოლები: 0:1 შიენცა (9), 0:2 ჰონსაკი (34), 0:3 შიენცა (62), 0:4 კაუფმანი (77), 0:5 კონტე (83)
23 აგვისტოს, ბუნდესლიგის პირველ ტურში „ჰაიდენჰაიმი“ „ვოლფსბურგს“ უმასპინძლებს.
გაცილებით რთული ბრძოლა გადაიტანა ლუკა ლოჩოშვილის „ნიურნბერგმა“, რომელიც ასევე სტუმრად შეხვდა ობერლიგის „ილერტისენს“ და გავარდა – 3:3, პენალტებით 5:6.
ქართველი ძირითად შემადგენლობაში იყო და სრულად ითამაშა.
პენალტების სერიაში მეოთხე დარტყმა ლოჩოშვილმა შეასრულა და ვერ გაიტანა.
შეფასება – 6.7.
ილერტისენი – ნიურნბერგი 3:3 (პენ 6:5)
გოლები: 1:0 მილიჩი (2), 2:0 გლესინგი (43), 2:1ილმაზი (65), 2:2 სტეპანოვი (78), 2:3 ტელალოვიჩი (86, პენ), 3:3 რულე (90)
„ნიურნბერგი“ 22 აგვისტოს, მეორე ბუნდესლიგის მესამე ტურში „პროისენთან“ გამართავს.
1/16-ფინალში ძლივს გავიდა გიორგი გოჩოლეიშვილის „ჰამბურგი“, რომელიც ობერლიგის „პირმანსენსს“ ესტუმრა და მხოლოდ ბოლო წამდ გადარჩა და მერე დამატებით დროში აჯობა – 2:1.
ქართველი მცველი ძირითად შემადგენლობაში იყო და სადებიუტო შეხვედრის პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალეს.
„სირცხვილს გადავურჩით და სენსაცია არ მოხდა“, – დაწერა Hamburger Abendblatt-მა.
პირმაზენსი – ჰამბურგი 1:2 (ძირ. დრო 1:1)
გოლები: 1:0 გრისი (53), 1:1 რამოსი (90+2), 1:2 კიონიგსდიორფერი (100)
მომდევნო მატჩს „ჰამბურგი“ 24 აგვისტოს გლადბახში ჩაატარებს, სადაც ბუნდესლიგის პირველ ტურში „ბორუსიას“ შეხვდება.
GIPHY App Key not set. Please check settings