ოთარ კიტეიშვილის გრაცის „შტურმი“ ქართველის კარგი თამაშით სტუმრად „რიდი“ დაამარცხა 3:1.
ქართველი ნახევარმცველი ძირითად შემადგენლობაში იყო და 87-ე წუთზე შეცვალეს.
კიტეიშვილმა დუბლი შეასრულა – 16-ე და 44-ე წუთებზე გაიტანა.
მაღალი შეფასებაც დაიმსახურა – 8.5.
სამ ტურში ჩვენიანის ანგარიშზე 4 გოლია და ბომბარდირთა დავაში პირველ-მეორე ადგილებს იყოფს.
კიტეიშვილმა გაიტანა ჩემპიონატის სამივე მატჩში, პლუს ერთი ბურთი თასზეც შეაგდო.


რიდი – შტურმი 1:3
გოლები: 1:0 კიდლი (13), 1:1 კიტეიშვილი (16), 1:2 ჯონსტონი (31), 1:3 კიტეიშვილი (44)
„შტურმს“ 6 ქულა აქვს და მომდევნო მატჩს 20 აგვისტოს, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ნორვეგიაში „ბოდო გლიმტთან“ ჩაატარებს.

GIPHY App Key not set. Please check settings