ზურიკო დავითაშვილის „სენ ეტიენმა“ „როდეზს“ უმასპინძლა და უპრობლემოდ დაამარცხა – 4:0.
ჩვენიანი ამჯერად ძირითად შემადგენლობაში იყო, 82-ე წუთზე შეცვალეს, მანამდე კი გოლით თავი გამოიჩინა.
ლამაზად გათამაშებული კომბინაციის შემდეგ მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა და უპრობლემოდ დასვა მატჩის საბოლოო წერტილი 79-ე წუთზე.
ზურიკოს შეფასება საკმაოდ კარგია – 7.5.
2 ტურის შემდეგ „სენტ ეტიენი“ 4 ქულით პირველ ადგილზეა.
სენტ ეტიენი – როდეზი 4:0
გოლები: 1:0 დაფუსი (27), 2:0 ჟაბერი (47), 3:0 კარდონა (56), 4:0 დავითაშვილი (79)
მომდევნო მატჩს „სენტ-ეტიენი“ 23 აგვისტოს სტუმრად „ბულონთან“ გამართავს.
GIPHY App Key not set. Please check settings