ლაშა ოდიშარიას ტრანსფერზე ხიხონის „სპორტინგი“ და ლატვიური „რიგის ფეხბურთის სკოლა“ (რფს) ჯერჯერობით ვერ თანხმდებიან, მაგრამ მხარეები იმედოვნებენ, რომ გარიგებას შეძლებენ – ინფორმაციას ესპანური გამოცემა La vozde Asturias-ი ავრცელებს.
„22 წლის ლაშა ოდიშარიას ტრანსფერზე მოლაპარაკებები ლატვიურ რფს-სთან დროებით შეჩერდა. ფეხბურთელის გარემოცვის წევრები იმედოვნებენ, რომ, თავდაპირველი უარის მიუხედავად, ლატვიელებს ოდიშარიას ესპანეთში იჯარით გაშვებაზე დაითანხმებენ.
ოდიშარიას რფს-ში ბოლო მატჩები არ უთამაშია. ლატვიელების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ფეხბურთელს საზარდული აწუხებდა და გუნდს ევროპა ლიგაზე ფინურ „კუოპიოსთან“ ამიტომ ვერ დაეხმარა. ლატვიელებმა 2024 წლის იანვარში „დინამო თბილისს“ ოდიშარიას ტრანსფერში დაახლოებით 350 000 ევრო გადაუხადეს, მაგრამ ახლა თავად უფრო დიდი თანხა მოითხოვეს.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ იმ შემთხვევაში, თუ ოდიშარიას ტრანსფერი ვერ მოხერხდება, ხიხონის „სპორტინგი“ სხვადასხვა ალტერნატიულ ვარიანტსაც განიხილავს“, – ამტკიცებს ესპანური გამოცემა.
1tv.ge
GIPHY App Key not set. Please check settings