გიორგი მამარდაშვილის „ლივერპულმა“ პრემიერლიგის ახალი სეზონი მოგებით დაიწყო: „ბორნმუთს“ უმასპინძლა და 4:2 დაამარცხა.
ქართველი მეკარე სათადარიგო იყო და კარში ალისონი იდგა.
„ბორნმუთმა” ორივე ბურთი კონტრშეტევაზე გაიტანა. ალისონი მეორე გოლის ეპიზოდში დამაჯერებელი ვერ იყო. მისი შეფასება 6.5-ია.
„ლივერპულმა“ კი თამაში ბოლოსკენ გადაარჩინა და ეს გუნდისთვის უსარგებლო ფეხბურთელმა გააკეთა, მოედანზე 6 წუთის შესულმა ფედერიკო კიეზამ.
მატჩის შემდეგ “ლივერპულის” მწვრთნელმა არნე სლოტმა თქვა: “იცით, 2:2-ზე რომელ ფეხბურთელს ვეძებდი მოედანზე შესაყვანად? დიოგო ჟოტას”…
თამაში რასაკვირველია თვენახევრის წინ ავტოკატასტროფაში დაღუპული ჟოტას და მის ძმის პატივისცემით დაიწყო.
ლივერპული – ბორნმუთი 4:2
გოლები: 1:0 ეკიტიკე (37), 2:0 გაკპო (49), 2:1 სემენიო (64), 2:2 სემენიო (76), 3:2 კიეზა (88), 4:2 სალაჰი (90+4)
მომდევნო მატჩს „ლივერპული“ 25 აგვისტოს სტუმრად „ნიუკასლთან“ გამართავს.
GIPHY App Key not set. Please check settings