in

მესამე ლიეტუვასთან წავაგეთ

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის ემზადება და კაუნასში, სავსე 15-ათასიან არენაზე ლიეტუვასთან მესამე ამხანაგური მატჩი გამართა. შეხვედრა მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა და მათივე დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა – 77:54.

ჩვენებმა ასეთი ხუთეულით დაიწყეს: ბოლდუინი, ანდრონიკაშვილი, სანაძე, ბურჯანაძე, შერმადინი. მასპინძლებმა სტარტზე 9:0 გაქცევა მოახერხეს, ჯიკიჩს წუთშესვენების აღება მოუწია, რის შემდეგაც ბურჯანაძემ ორჯერ შედეგიანად შეუტია, შეცვლაზე შესულმა ბითაძემ სამქულიანი ჩააგდო, მამუკელაშვილმა ხუთი ქულა შეგვძინა და პირველი მეოთხედი 19:16 დასრულდა.

მეორე პერიოდში ვალანჩუნასის კარგი თამაშის წყალობით ლიეტუვა 18 ქულით დაწინაურდა. მეტოქე ფარზე დომინირებდა, სადაც ვალანჩუნასი შეუჩერებელი იყო, პერიმეტრიდანაც უკეთ ისროდნენ, დაცვაშიც კარგად მოქმედებდნენ და 18 ქულით გავიდნენ წინ.

თუმცა მესამე პერიოდში თამაში საკუთარ თავზე აიღო კამარ ბოლდუინმა და მესამე პერიოდში საქართველოს ნაკრებმა ჩამორჩენა 8 ქულამდე შეამცირა.

დასკვნით მეოთხედში საქართველოს ნაკრებმა ჩამორჩენა 6 ქულამდე შეამცირა, თითქოს თამაშში დავბრუნდით, მაგრამ მეტი ვეღარ შეძლეს და დამარცხდნენ.
მერე მასპინძლების შეჩერება კიდევ უფრო რთული აღმოჩნდა და საბოლოოდ დიდი სხვაობა დაფიქსირდა.

ნაკრებს შეუერთდა სანდრო მამუკელაშვილი, რომელმაც პირველად ითამაშა და 15 ქულა ჩააგდო. 9 ქულა და 5 მოხსნა დააგროვა ბექა ბურჯანაძემ, 8 ქულა და 5 მოხსნაა გოგა ბითაძის ანგარიშზე, ხოლო შერმადინმა 6 ქულა და 5 მოხსნა იკმარა.

მოგეხსენებათ, თორნიკე შენგელია პირადი მიზნით ესპანეთში გაემგზავრა და ამ შეხვედრაში არ უთამაშია.

ისრაელთან და ესტონეთთან წაგების შემდეგ, ლიეტუვასთან უფრო დიდი ანგარიშით დავმარცხდით.

საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 14 აგვისტოს პოლონეთთან გამართავს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მამარდა პირველ ინგლისურ ტიტულს ვერ შესწვდა: ლივერპულმა სუპერთასი წააგო

კიტეს გოლი ავტოგოლად ჩათვალეს: შტურმმა წააგო