in

გოჩოლეიშვილი კარგ ფორმაშია და ბევრი სათამაშო დრო ექნება

გიორგი გოჩოლეიშვილმა სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა „ჰამბურგში“. მისი გუნდი „მალიორკასთან 0:2 დამარცხდა. ქართველი მცველი ძირითადში იყო და 61-ე წუთზე შეცვალეს.

„ჰამბურგის“ მთავარმა მწვრთნელმა მერლინ პოლზინმა ესპანეთში დასრულებული შეკრება, ტრანსფერები შეაფასა და გოჩოლეიშვილზეც ისაუბრა.

„შეიძლებაითქვას, რომ მალიორკაზე შეკრება, აქ გატარებული დრო კარგად გამოვიყენეთ როგორც უშუალოდ მოედანზე, ისე მის მიღმა.

ორი ახალწვეული გვყავს, რომლებიც გუნდს შეკრების დროს შეუერთდნენ. ორივემ ძალიან დადებითად დაიწყო.
ჩემთვის მნიშვნელოვანია, თუ როგორ იღებს გუნდი ახალ მოთამაშეებს, ვარმედი და გიორგი კი თბილად მიიღეს. მათ სწრაფად მოახერხეს გაშინაურება და უკვე აჩვენეს საკუთარი უნარები.

მჯერა ისინი ბუნდესლიგაში გუნდის გაძლიერებას შეძლებენ. გოჩოლეიშვილი კარგ ფიზიკურ ფორმაშია, ამიტომ შესაბამისად, მას ბევრი სათამაშო დრო ექნება”.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მიქაუტაძემ გაფუჭებული პენალტი გაიტანა: ლიონმა უხეშ მატჩში მოიგო

დავითაშვილმა სენტ ეტიენში დაიწყო: ზურიკო შეცვლაზე ათამაშეს