in

ხვიჩა ოქროს ბურთის ნომინანტებშია

ხვიჩა კვარაცხელია 2025 წლის „ოქროს ბურთზე“ ოფიციალურად წარადგინეს.

კვარაცხელია 30 ნომინანტს შორის ცერემონიის ორგანიზატორმა ფრანგულმა France Football-მა დაასახელა.

პსჟ-ს 24 წლის ქართველი ვარსკვლავი „ოქროს ბურთის“ ნომინანტებს შორის უკვე მეორედ დაასახელეს. 2023 წელს ის მე-17 ადგილზე გავიდა.

2025 წლის „ოქროს ბურთის“ 30 ნომინანტი:

ჯუდ ბელინგემი („რეალი“/ინგლისი), უსმან დემბელე (პსჟ/საფრანგეთი), ჯანლუიჯი დონარუმა (პსჟ/იტალია), დეზირე დუე (პსჟ/საფრანგეთი), დენზელ დუმფრისი („ინტერი“/ნიდერლანდები), სერუ გირასი („შტუტგარტი“/გვინეა), ვიქტორ დიოკერესი („არსენალი“/შვედეთი), ერლინგ ჰალანდი („მანჩესტერ სიტი“/ნორვეგია), აშრაფ ჰაკიმი (პსჟ/მაროკო), ჰარი კეინი („ბაიერნი“/ინგლისი), ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ/საქართველო), რობერტ ლევანდოვსკი („ბარსელონა“/პოლონეთი), ალექსის მაკ ალისტერი („ლივერპული“/არგენტინა), ლაუტარო მარტინესი („ინტერი“/არგენტინა), კილიან მბაპე („რეალი“/საფრანგეთი), სკოტ მაკტომინეი („ნაპოლი“/შოტლანდია), ნუნო მენდესი (პსჟ/პორტუგალია), ჟოაო ნევესი (პსჟ/პორტუგალია), მაიკლ ოლისე („ბაიერნი“/საფრანგეთი), კოულ პალმერი („ჩელსი“/ინგლისი), პედრი („ბარსელონა“/ესპანეთი), რაფინია („ბარსელონა“/ბრაზილია), დეკლან რაისი („არსენალი“/ინგლისი), ფაბიან რუისი (პსჟ/ესპანეთი), მოჰამედ სალაჰი („ლივერპული“/ეგვიპტე), ვირჯილ ვან დაიკი („ლივერპული“/ნიდერლანდები), ვინისიუს ჟუნიორი („რეალი“/ბრაზილია), ვიტინია (პსჟ/პორტუგალია), ფლორიან ვირტცი („ლივერპული“/გერმანია), ლამინ იამალი („ბარსელონა“/ესპანეთი).

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

France Football-მა ოქროს ბურთის ნომინანტების ჩამოწერა დაიწყო

ვინ მოიგებს ოქროს ბურთს: ხვიჩა მეშვიდეა