Geo Team-ის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრებისა და “შახტარის” 24 წლის ფეხბურთელი გიორგი გოჩოლეიშვილი გერმანიის ბუნდესლიგაში დაბრუნებულ “ჰამბურგში” განაგრძობს.
როგორც წყარო იუწყება, ჩვენებური დღეს ჰამბურგში თავის აგენტ ირაკლი ლილუაშვილთან ერთად გაემგზავრება. გიორგი სამედიცინო შემოწმებას დღესვე გაივლის.
ის “ჰამბურგს” 1-წლიანი იჯარით მიაშურებს, თუმცა კლუბს მისი გამოსყიდვის უფლება ექნება. შეგახსენებთ, გოჩოლეიშვილი “შახტარის” საკუთრებაა და დონეცკელებთან კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს. ის გასულ სეზონში “კოპენჰაგენში” გახლდათ განათხოვრებული.
GIPHY App Key not set. Please check settings