in

კიტემ გოლით და მოგებით დაიწყო: ოთარი მატჩის საუკეთესო გახდა

სტარტი აიღო ავსტრიის ჩემპიონატმა. ოთარ კიტეიშვილმა ახალი სეზონის პირველ მატჩში გოლი გაიტანა, კიდევ ერთ გოლში კი უშუალო მონაწილეობა მიიღო, ხოლო მისმა „შტურმმა“ სტუმრად ლასკ დაამარცხა – 2:0.

ქართველი ნახევარმცველი პირველი ტურის შეხვედრაში ცხადია ძირითად შემადგენლობაში იყო. პირველი ტაიმში ყვითელი ბარათი მიიღო (38-ე წთ), 90+2-ე წუთზე კი შეცვალეს. კიტეიშვილმა ორივე გუნდში უმაღლესი შეფასება დაიმსახურა და მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს – 8.7.

„შტურმმა“ ანგარიში მე-9 წუთზე გახსნა. საჯარიმოში შესულმა კიტეიშვილმა თავით დაარტყა, ბურთი ხარიხას მოხვდა, გამოვარდნილზე კი 19 წლის ლეონ გრგიჩმა დაამატა.
მე-12 წუთზე კიტეიშვილი საჯარიმოში წააქციეს, მეტოქემ ფეხზე დააბიჯა. მოპოვებული პენალტი თავადვე ზუსტად შეასრულა, მისგან მარჯვენა დაბალ კუთხეში მშვიდად შეაგორა.

ლასკ – შტურმი 0:2
გოლები: 0:1 გრგლიჩი (9), 0:2 კიტეიშვილი (12, პენ)

„შტურმი“ მომდევნო შეხვედრას 10 აგვისტოს შინ ჩაატარებს და ვენის „რაპიდს“ უმასპინძლებს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ქვილითაიას უნიკალური რეკორდი: კვიპროსული სადებიუტო გოლები ევროტურნირებზე

გოგლიჩიძე სასუოლოსთან ახლოსაა