in

ქვილითაიას უნიკალური რეკორდი: კვიპროსული სადებიუტო გოლები ევროტურნირებზე

„გიორგი ქვილითაია ისტორიას ქმნის – უნიკალური შედეგი სამ კვიპროსულ გუნდთან ერთად“, – ამ სათაურით გამოაქვეყნა კვიპროსულმა ინტერნეტპორტალმა, sport-fm-მა წერილი ლიმასოლის „არისის“ ქართველ თავადმსხმელზე,

გიორგი ქვილითაიამ კონფერენს ლიგაზე ზედიზედ ორ შეხვედრაში უნგრულ „პუშკაშის აკადემიას“ გაუტანა და კვიპროსული გუნდის შემდეგ ეტაპზე გასვლაში დიდი როლი ითამაშა. საინტერესოა, რომ მას სამი კვიპროსული კლუბის მაისურით აქვს გატანილი სეზონის სადებიუტო გოლი ევროტურნირებზე.

„უნდა აღინიშნოს, რომ ძალიან ცოტა ფეხბურთელს და ძალიან ცოტა უცხოელს უთამაშია სამ კვიპროსულ გუნდში და ჰქონია ამის მიღწევის შესაძლებლობა.

ქვილითაიამ ითამაშა სამ სხვადასხვა კვიპროსულ გუნდში და ყველა მათგანში თავის პირველივე ევრომატჩში გაიტანა გოლი. „ანორთოსისის“ შემადგენლობაში „ბაზელის“ წინააღმდეგ გამოიჩინა თავი, „აპოელში“ თამაშისას „ვოივოდინას“ კარი აიღო, ახლა კი „არისის“ შემადგენლობაში „პუშკაშის აკადემიას“ გაუტანა.

ეს უნიკალური რეკორდია, რომელიც ქართველ თავდამსხმელს ეკუთვნის“, – წერს კვიპროსული ინტერნეტპორტალი.

1tv.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ნაკრების ორი მატჩი: ბილეთები 4 და 7 აგვისტოს გაიყიდება

კიტემ გოლით და მოგებით დაიწყო: ოთარი მატჩის საუკეთესო გახდა