გიორგი მიქაუტაძი „ლიონი“ ავსტრიულ შეკრებაზე „მალიორკას“ შეხვდა და მარტივად დაამარცხა – 4:0.
ქართველმა თავდამსხმელმა 72 წუთი ითამაშა. გოლი კი მე-20 წუთზე გაიტანა.
ბურთი გადაუგდეს, საჯარიმოში შევიდა, მცველი მოხდენილად მოიშორა მცველი და ზუსტად დაარტყა შორეულ კუთხეში.
გადა ამისა, მიქაუტაძემ საგოლე პასიც გააკეთა.
მეოთხე გოლის ეპიზოდში ლამაზად ითამაშა ცენტრში და თანაგუნდელი პირისპირ გაიყვანა მეკარესთან.
წინა შეხვედრაში „ლიონმა“ „ჰამბურგი“ ასევე 4:0 დაამარცხა.
სეზონის განახლებამდე გუნდი ბოლო ამხანაგურ შეხვედრას შაბათს, 2 აგვისტოს „ალიანს არენაზე“ მიუნხენის „ბაიერნთან“ გამართავს.

GIPHY App Key not set. Please check settings