ლუკა ლოჩოშვილის „ნიურნბერგმა“ მოსამზადებელი ეტაპის ბოლო ამხანაგური მატჩი ითამაშა ბუნდესლიგელ მიუნხენგლადბახის „ბორუსიასთან“ და დამარცხდა – 0:2
ქართველი ფეხბურთელი კვლავ ძირითად შემადგენლობაში იყო, ცენტრალური მცველის პოზიციაზე და 64-ე წუთზე შეცვალეს.
ამ შეხვედრით „ნიურნბერგმა“ მოსამზადებელი ეტაპი დაასრულა. სეზონი 2 აგვისტოს იწყება. პირველ ტურში ქართველის გუნდი სტუმრად „ელვერსბერგს“ შეხვდება.

გიორგი წიტაიშვილისა და გიორგი აბუაშვილის „მეცმა“ მორიგი საკონტროლო მატჩი სტუმრად „ლანსთან“ ჩაატარა და 1:2 წააგო.
წიტაიშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 66-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო აბუაშვილმა სადებიუტო მატჩი შეცვლაზე ითამაშა: მოედანზე 76-ე წუთზე შევიდა.
„მეცი“ კიდევ სამ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. 30 ივლისს „თიონვილს“ შეხვდება, 2 აგვისტოს – „ტრუას“, ხოლო 9 აგვისტოს სტუმრად „ჰოფენჰაიმს“.
GIPHY App Key not set. Please check settings