Peuple Vert-ის ინფორმაციით, საფრანგეთის ლიგა 2-ში დაქვეითებული “სენტ ეტიენი” გუნდის ორი ლიდერის ზურიკო დავითაშვილისა და ლუკას სტასენის გასხვისებას არ აპირებს.
წყარო წერს, რომ მას შემდეგ რაც გუნდი კანადურმა Kilmer Sports-მა შეიძინა, “სენტ ეტიენს” ფინანსური პრობლემები არ აქვს და უფრო მეტიც, გუნდი მომავალი სეზონისთვის აქტიურად ძლიერდება.
ინფორმაციისთვის, დავითაშვილის ტრანსფერის ინტერესზე რამდენიმე ფრანგულ და თურქულ კლუბზე დაიწერა. სტასენის დამატება კი საფრანგეთის ლიგა 1-ის ორ გუნდს “ლილსა” და “პარიზს” უნდა.
sportall.ge
GIPHY App Key not set. Please check settings