in

ლევანდოვსკიმ ბაიერნში ყველას შამპანური დაურიგა: პოლონელმა სიტუაცია დაალაგა

რობერტ ლევანდოვსკის „ბარსელონაში“ გადასვლა მარტივად არ მომხდარა. „ბაიერნი“ ირწმუნებოდა, რომ ფეხბურთელს მოუწევდა დარჩენა და კონტრაქტის თანახმად მიუნხენში ბოლომდე თამაში. დაიძაბა ურთიერთობა ხელმძღვანელობასთანაც. საბოლოოდ მოხდა ისე, რომ ფეხბურთელი კატალონიურ გრანდში მაინც წავიდა. ამის მერეც იყო უკმეხი საუბრები, ახლა კი ლევანდოვსკი გერმანიაში ჩავიდა, ყველას დაელაპარაკა და სიტუაციაც განიმუხტა.

ცნობილი გახდა რობერტ ლევანდოვსკის „ბაიერნთან“ დამშვიდოებების დეტალები.
პოლონელი შეხვდა სპორტულ დირექტორ ჰასან სალიჰამიჯიჩს, მათ მოილაპარაკეს, რომ ამიერიდან ერთმანეთზე ცუდს აღარ ილაპარაკებენ.

გარდა ამისა, ლევანდოვსკიმ ყველა ფეხბურთელს და „ბაიერნის“ პერსონალს თითო ბოთლი შამპანური აჩუქა ავტოგრაფითა და ფოტოთი.

ლევანდოვსკიმ „ბაიერნში“ მოგებულ ჯილდოებთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა.
„ერთად ჩვენ შევქმენით ისტორია! 8 წელი დაუვიწყარი მოგონებები შესანიშნავ გუნდთან! მადლობა „ბაიერნო“ – დაწერა პოლონელმა სოცქსელში.

ლევანდოვსკი „ბაიერნში“ 2014-2022 წლებში გამოდიოდა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ხვიჩამ ნაპოლის ფანები შეაშფოთა: რატომ აქვს ფეხი შეხვეული და რატომ არ ათამაშეს

ბითაძე ლეიკერსში?