განახლებული ბუნდესლიგის პირველივე შეხვედრა მოულოდნელად დასრულდა, თუმცა თუ სტატისტიკას გადავხედავთ დიდი სენსაციაც არ მომხდარა – “ბაიერნი” რატომღაც ვერ უგებს ხოლმე გლადბახის “ბორუსიას”. უდიდესი ალბათობით, ჩემპიონი მაინც მიუნხენური გრანდი გახდება, მაგრამ რაც უფრო დიდხანს გასტანს ინტრიგა და მდევრებთან სხვაობა არ გაიზრდება, უმჯობესი იქნება.
თავის მხრივ მოიგო მეორეზე მყოფმა დორტმუნდის “ბორუსიამ” და საამისოდ ურთულესი ქამბექი დასჭირდა: დორტმუნდელები 71 წუთისთვის 0:2-ს აგებდნენ ფრანკფურტში, მაგრამ მატჩის მიწურულს 3 წუთში 2 გოლი შეაგდეს და ლიდერთან ჩამორჩენა 6 ქულამდე შეამცირეს.
საუცხოოდ თამაშობს “ჰოფენჰაიმი”. სოფლელებს რა ხანია არ წაუგით და აგერ შედეგიც – სოფლელები მესამე ადგილზე არიან. თუმცა მდევრებთან სხვაობა დიდი ვერ არის. აგერ მაგალითად, მომდევნო ტურში მე-7 ადგილზე მყოფ “უნიონს” ეთამაშება და თუ წააგო, ქულები გათანაბრდება.
არ დავუკარგოთ კარგი შედეგი “კიოლნსაც”. თხებმა ზედიზედ მესამედ მოიგეს და ოთხეულს უახლოვდებიან – სხვაობა 2 ქულაა.
შეწყდა „ბაიერნის“ 7-მატჩიანი მოგებათა სერია.
„ბაიერნს“ 2 წაგება და 1 ფრე აქვს „გლადბახთან“ ამ სეზონში. საერთო ანგარიშია 1:8.
„ბაიერნმა“ საკუთარი რეკორდი გაიმეორა. გუნდი ზედიზედ 65 მატჩია გოლს იტანს.
ნაგელსმანი: „წაგება არ დაგვიმსახურებია და არც ისე ცუდად ვთამაშობდით“.
ლევანდოვსკიმ გაიტანა მე-20 გოლი ბუნდესლიგის ამ სეზონში. მან ეს პირველმა გააკეთა ტოპ 5 ლიგაში.
ბუნდესლიგა – XVIII ტური
ბაიერნი – გლადბახი 1:2
ლაიპციგი – მაინცი 4:1
ჰოფენჰაიმი – აუგსბურგი 3:1
ფიურტი – შტუტგარტი 0:0
ფრაიბურგი – არმინია 2:2
ლევერკუზენი – უნიონი 2:2
აინტრახტი – დორტმუნდი 2:3
ჰერტა – კიოლნი 1:3
ბოხუმი – ვოლფსბურგი 1:0
GIPHY App Key not set. Please check settings