in

ფიფამ სამი გამოარჩია: აქაც ლევანდოვსკი და მესი იბრძვიან

ფიფას The Best-ის ფინალისტები გამოვლენილია. მთავარი ჯილდო 2021 წლის საუკეთესო ფეხბურთელს გადაეცემა.

სამეულში შევიდნენ რობერტ ლევანდოვსკი („ბაიერნი“), ლეო მესი (პსჟ) და მოჰამედ სალაჰი („ლივერპული“).

გაფართოებულ სიაში ასევე იყვნენ: ქარიმ ბენზემა („რეალი“), კევინ დე ბრუინი („სიტი“), კრიშტიანო რონალდო („მანჩესტერი“), ერლინგ ჰაალანდი (დორტმუნდის „ბორუსია“), ჟორჟინიო, ნგოლო კანტე (ორივე „ჩელსი“), კილიან მბაპე, ნეიმარი (ორივე პსჟ).

დაჯილდოების ცერემონია 17 იანვარს, ციურიხში გაიმართება.

მოგეხსენებათ, წელს „ოქროს ბურთი“ ლეო მესიმ მოიგო (კარიერაში მეშვიდედ), რომელმაც მცირედით აჯობა ლევანდოვსკის და ამან გვარიანი მითქმა-მოთქმაც გამოიწვია.

ვინ გახდება წლის მწვრთნელი: სამი კანდიდატი გამოიკვეთა

ვინ გაიტანა წლის გოლი: პრეტენდენტი სამია

მეკარეების სამეული გაირკვა: ვინ გახდება The Best

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მოემზადე ბრძოლისთვის: ადიდასმა სალაჰს სამეფო ბუცები დაუმზადა

კილიან გავლენიანი: ვინ არიან ფრანგული ფეხბურთის მნიშვნელოვანი ადამიანები