კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში, გორის „დილამ“ სტუმრად „რასინგი“ 2:1 დაამარცა. მატჩის შემდეგ მწვრთნელმა და ფეხბურთელებმა კომენტარი გააკეთეს.
დილა ლუქსემბურგიდან მოგებული მოდის
დიეგო ლონგო:
„პირველ რიგში „დილას“ ყველა გულშემატკივარს გილოცავთ ამ გამარჯვებას. ეს არ იყო საუკეთესო თამაში, რაც ჩვენ შეგვიძლია ვაჩვენოთ, მაგრამ ყველაფერი წინ არის და ყველა შეცდომას გავაანალიზებთ. დიდი მადლობა ჩემს ბიჭებს, რადგან გაშვებული გოლის შემდეგ არ დანებდნენ და მაქსიმალური ბრძოლისუნარიანობა გამოავლინეს, რაც თამაშის ჩვენს სასარგებლოდ დასრულებაში დაგვეხმარა. განმეორებით მატჩში კი ვიქნებით იმაზე უკეთესები, ვიდრე დღეს. მოდით სტადიონზე და ერთად გავაგრძელოთ ჩვენი მიზნისკენ სვლა”.
რომარიკ ეტოუ:
„პირველ რიგში მადლობა ბიჭებს ყველაფრისთვის. ეს არ იყო ის თამაში, რომელსაც ჩვენ ვთამაშობთ, მაგრამ მთავარი შედეგია და ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რათა გორში გამარჯვებულები დავბრუნებულიყავით. რაც შეეხება განმეორებით მატჩს, გორში ჩვენი გულშემატკივრების იმედი გვაქვს, რომ სტადიონზე საოცარ ატმოსფეროს შექმნიან და მომდევნო ეტაპზე გასასვლელად დამატებით ძალას შეგვძენენ. ჩვენ კი გპირდებით, რომ იმედებს არ გაგიცრუებთ”.
ალექსანდრე ანდრონიკაშვილი:
„როგორც მოსალოდნელი იყო, რთული თამაში გამოვიდა. პირველი ტაიმი მძიმედ დავიწყეთ, მეორე ტაიმში გოლების გატანა და გამარჯვების მოპოვება მოვახერხეთ. რაც შეეხება საპასუხო შეხვედრას, იმედია ძალების აღდგენას შევძლებთ და შემდეგ ეტაპზე გავალთ“.

GIPHY App Key not set. Please check settings