ქუთაისის“ „ტორპედომ” ძალიან დრამატულ მატჩში, ბოლო წუთებზე მოუგო ყაზახურ “ორდაბასს“ 4:3 კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში. თამაშის შემდეგ კომენტარი გააკეთეს ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა და გადამწყვეტი გოლის გამტანმა, დუბლის ავტორმა.
ტორპედომ ევროპა დრამით დაიწყო და მაგარი თამაში მოიგო
დირკ შუსტერი:
„ძალიან ბედნიერები ვართ, რომ გავიმარჯვეთ. ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა. შეცდომები დავუშვით და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ გამოვასწოროთ და მომდევნო ეტაპზე გავიდეთ.
ვფიქრობ, სწორი ტაქტიკით ვითამაშეთ. უბრალოდ, ასეთი მარტივი შეცდომების დაშვება არ შეიძლება. მეორე ტაიმი უკეთესი იყო.
რას ვიტყვი შიმიჩის დუბლზე? ვკითხე, შეეძლო თუ არა ორი გოლის გატანა წარმოედგინა და მიპასუხა – მხოლოდ “პლეისთეიშენშიო”.
მატეი შიმიჩი:
„დუბლი, გამარჯვების მომტანი გოლი ბოლო წუთზე… ასეთ სცენარს დღემდე მხოლოდ კომპიუტერულ თამაშში თუ წარმოვიდგენდი. მადლობა ქუთაისს: გუნდმა, ქალაქმა, ყველამ კარგად მიმიღო. თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში. ჩემი შემდეგი მიზანი? შესაძლოა ჰეთ-თრიკი, ვნახოთ”.
GIPHY App Key not set. Please check settings