ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-მა მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ნახევარფინალში მადრიდის „რეალი“ ულაპარაკოდ დაამარცხა – 4:0.
პარიზელებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ შეკრული, ლაღი გუნდია, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ეს „რეალი“ მთლად „რეალი“ ვერ ყოფილა. ალბათ მწვრთნელმა შემადგენლობა-ტაქტიკაც ვერ გამოიცნო. მოკლედ, დასაწყისში დაშვებულმა ორმა შეცდომამ მადრიდელები კალაპატოდიან ამოაგდო. პარიზელებმა მესამეც მიაყოლეს, ბურთიც გააკონტროლეს, კონტრშეტევებზეც თამამად გამოიყურებოდნენ და ყველაზე მოლოდინე შეხვედრა ვარჯიშად გადააქციეს.
კვარამ ერთი საათი ითამაშა. ჰქონდა რამდენიმე დამახსოვრებელი მომენტი. გატანაც შეეძლო, მაგრამ სათანადოდ ვერ დაარტყა.
დაცვაში ჩასულმა მბაპე გააცურა და კარგად წაიღო ბურთი.
პირველი მწვავე მომენტი სწორედ ხვიჩას ჰქონდა, როცა საჯარიმოში შეჭრილმა ვალვერდეს აუარა გვერდი, მაგრამ კუთხე იყო და სივრცე აღარ. ერთი დარტყმა დაუბლოკეს, მეორე ტაიმში კი ააცილა.
შეფასებები: Flashscore – 7.5; Sofascore – 7.3; Whoscored – 7.1.
პარიზული კლუბის საიტმა მატჩის მიმოხილვა ნიშნის მოგებით დაასათაურა – GALACTICS! აი ვინ არის დღეს “გალაქტიკოსი”.

პსჟ – რეალი 4:0
გოლები: 1:0 ფაბიანი (6), 2:0 დემბელე (9), 3:0 ფაბიანი (25), 4:0 რამუში (88)
ფინალი 13 ივლისს გაიმართება, პსჟ ლონდონის „ჩელსის“ ეთამაშება.
GIPHY App Key not set. Please check settings