დღეს ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ნახევარფინალში მადრიდის „რეალს“ ეთამაშება. მატჩი ჩვენი დროით 23:00 საათზეა, ადგილობრივი დროით კი 15:00 საათზე, დღის ცხელ მონაკვეთში.
რეალი მაგარია, მაგრამ ჩვენც მზად ვართ: რა თქვა კვარამ რეალთან შეხვედრაზე
როგორც იცით, პსჟ-მა მეოთხედფინალში მიუნხენის „ბაიერნი“ 2:0 დაამარცხა. თამაში კი 9 კაცით ჩაამთავრა, უილიან პაჩო და ლუკა ერნანდესი გააძევეს. ორივემ ორმატჩიანი დისკვალიფიიკაცია მიიღო და შესაბამისად ეს ტურნირი მათთვის დასრულდა. კლუბის ხელმძღვანელობის ნებართვით მათ გუნდი უკვე დატოვეს.
ლუის ენრიკე ძირითად შემადგენლობაში სავარაუდოდ ორ ცვლილებას გააკეთებს: პაჩოს და ბარკოლას ნაცვლად ლუკას ბერალდო და უსმან დემბელე დადგებიან.
აღსანიშნავია, რომ პსჟ-მ შეღავათიან ფასად აშშ-ში ასეულობით ულტრასი წაიყვანა. მგზავრობა, სასტუმროში გაჩერება (ფინალის ჩათვლით) და ფეხბურთის ბილეთები სულ რაღაც 500 ევროა.
მადრიდის „რეალმა“ ¼ ფინალში საოცარ ბოლო 5 წუთში დორტმუნდის „ბორუსიას“ 3:2 მოუგო. მბაპემ ლამაზი მაკრატელა გაიტანა, რომელიც მატჩის შემდეგ დოპინგ კონტროლზე იმდენი ხანი აყურყუტეს, რომ გუნდს სასტუმროში მოგვიანებით შეუერთდა, ცალკე მიიყვანეს.
„რეალს“ ვერ დაეხმარება ახალწვეული ცენტრალური მცველი დინ ჰუისენი, რომელიც ასევე დისკვალიფიცირებულია. ტრავმების გამო კი ვერ თამაშობენ დავიდ ალაბა, ენდრიკი და ფერლან მენდი.
„რეალი“ და პსჟ ბოლოს 2022 წლის ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში შეხვდნენ. ესპანელებმა 3:1 მოიგეს, კარიმ ბენზემამ ჰეთ-თრიქი შეასრულა.
ფინალში უკვე გავიდა ლონდონის „ჩელსი“, რომელსაც დღევანდელ შეხვედრაში გამარჯვებული 13 ივლისს“ შეხვდება.
ფინალზე მისვლას აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აპირებს.
GIPHY App Key not set. Please check settings