in

ასე არ უნდა წაგვეგო, მეტი შეგვიძლია: იბერიას მსაჯობა არ მოეწონა

ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ჩემპიონი „იბერია“ 1:3 დამარცხდა „მალმიოსთან“. მატჩის შემდეგ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა თბილისელთა მთავარმა მწვრთნელმა.

ევროპა წაგებით დავიწყეთ: იბერია შვედებს ვერ გაუმკლავდა

ლევან კორღალიძე:

„რა თქმა უნდა, წაგების შემდეგ რთულია ლაპარაკი. მიმაჩნია, რომ ასეთი ანგარიშით წასაგები თამაში არ იყო. ბოდიშს ვუხდი გულშემატკივარს.

მიმაჩნია, რომ შესაძლებლობები ვერ წარმოვაჩინეთ. ბევრად მეტი რესურსი გვაქვს. ყველა დიდ პასუხისმგებლობას გრძნობდა. მაგრამ უპირველესად პასუხისმგებელი ყველაფერზე მე ვარ.

მსაჯზე არასდროს ვლაპარაკობ, მაგრამ ასეთი მსაჯობა არ მინახავს. ყველა მნიშვნელოვან მომენტში საკამათო გადაწყვეტილება მიიღო.

მეტოქე ძლიერი გუნდია, მაგრამ მინუსებიც აქვს და იმედია, რაც აქ ვერ მოვახერხეთ, გასვლაზე შევძლებთ და უკეთეს ფეხბურთს ვითამაშებთ.

„იბერიის“ მცველი ივა გელაშვილი:

„დაკარგული არაფერია, განმეორებითი შეხვედრა წინ არის. ჩვენს თამაშში იყო კარგი და ცუდი მომენტებიც, რაზეც სამუშაო გვაქვს. მატჩს გავაანალიზებთ, ვეცდებით, ყველაფერი გამოვასწოროთ და საპასუხო შეხვედრაში დადებითი შედეგი ვაჩვენოთ.

ჩემი აზრით, ორივე საკამათო ეპიზოდში პენალტის დანიშვნა შეიძლებოდა. პირველ ეპიზოდში არბიტრს მეკარისთვის, მინიმუმ, წითელი ბარათი უნდა ეჩვენებინა.

გუნდებს შორის დიდი სხვაობა არ არის, თუმცა იგრძნობოდა სხვაობა თამაშის ინტენსივობაში. „მალმიო“ შვედეთის ჩემპიონია და ფეხბურთელები ფიზიკურად კარგად არიან მომზადებული“.

„იბერიისა“ და „მალმიოს“ განმეორებითი მატჩი შვედეთში 15 ივლისს გაიმართება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ევროპა წაგებით დავიწყეთ: იბერია შვედებს ვერ გაუმკლავდა

შეაჯამეს და საუკეთესო მებრძოლი… მერაბ დვალიშვილი გახდა