10 ივლისს გადაწყდება „ლიონი“ მომავალ სეზონში ლიგა 1-ში ითამაშებს თუ ლიგა 2-ში დაქვეითდება. გამოცემა The Team This Monday იმასაც წერს, რომ გუნდი 10 მოთამაშეს შეელევა, მათ შორის – გიორგი მიქაუტაძეს.
„კატასტროფული სცენარის თავიდან ასაცილებლად, „ლიონის“ ახალმა ხელმძღვანელობამ 200 მილიონი ევრო უნდა მოიძიოს, რათა საფრანგეთის შვიდგზის ჩემპიონი ელიტაში დატოვოს.
რაიან ჩერკის, საიდ ბენრაჰმას, იოჰან ლეპენანტის გაყიდვისა და ალექსანდრ ლაკაზეტის წასვლის შემდეგ, კლუბს კვლავ მოუწევს მოთამაშეებთან შელევა. კლუბმა, შესაძლოა, კიდევ ათი მოთამაშე დაკარგოს – ლუკას პერი, გიორგი მიქაუტაძე, მალიკ ფოფანა, ტიაგო ალმადა, კალეტა-კარი, ნემანია მატიჩი, ჯორდან ვერეტუ, ადრიელსონი, ეინსლი მეიტლანდ-ნაილსი და კორენტინ ტოლისო.
„ლიონის“ მძიმე ფინანსური მდგომარეობა კლუბის ყოფილი პრეზიდენტის, ჯონ ტექსტორის არასწორი მენეჯმენტის შედეგია. ამერიკელმა „ბოტაფოგოს“ გარკვეული ოპერაციების დასაფინანსებლად „ლიონის“ ანგარიშები გამოიყენა. გასულ სეზონში „ლიონს“ 54 ფეხბურთელი ეკუთვნოდა, მაშინ როცა მხოლოდ 30-ს იყენებდა. ასევე ვიგებთ, რომ გუნდმა 91 მილიონი ევროს სანაცვლოდ სამი ფეხბურთელი შეიძინა, რომლებსაც არ ათამაშებდნენ“, – ამტკიცებს ფრანგული სპორტული გამოცემა.
1tv.ge
GIPHY App Key not set. Please check settings