გიორგი ქოჩორაშვილი ლისაბონის „სპორტინგმა“ ოფიციალურად წარადგინა.
„ტრანსფერი დასრულებულია, გიორგი ქოჩორაშვილი ჩვენი მოთამაშეა – „კაპიტანი ამერიკა“ ჩამოვიდა“ – დაწერა კლუბმა.
5.5 მილიონ ევროდ შეძენილმა 26 წლის ქართველმა ნახევარმცველმა კონტრაქტი 2030 წლამდე გააფორმა. გამოსასყიდი თანხა 80 მილიონი ევროა.
ქოჩორაშვილი გუნდს „ლევანტედან“ შეუერთდა, რომელთანაც წინა სეზონში ესპანეთის მეორე დივიზიონის ტიტული მოიგო.
კომენტარი გიორგიმაც გააკეთა:
„ყველამ კარგად მიმიღო, თითქოს მათი ძმა ან შვილი ვარ. როდესაც ახალ სახლში შედიხარ, თავს სრულიად სხვაგვარად გრძნობ, მაგრამ ერთ-ორ დღეში თავი ისე მაგრძნობინეს, რომ ერთ-ერთი მათგანი ვარ“.






GIPHY App Key not set. Please check settings