in

დღეს ხვიჩა და პსჟ ბაიერნს ეთამაშებიან: გოლია გასატანი… გუნდი ფორმაშია

მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის მეოთხედფინალში ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ დღეს ატლანტაში მიუნხენის „ბაიერნს“ შეხვდება. მატჩი ჩვენი დროით კომფორტულ, 20:00 საათზეა.

პსჟ შეხვედრას სრულ მზადყოფნაში ხვდება. როგორც პრესკონფერენციისას ლუის ენრიკემ განაცხადა, გუნდს მოსამზადებლად ექვსი დღე ჰქონდა, რაც მნიშვნელოვანია. ტრავმა არავის არ აწუხებს და ესპანელ სპეციალისტს დიდი არჩევანი აქვს.
„ბაიერნს“ კი მუხლის ტრავმის გამო მარცხენი მცველი ალფონსო დევისი დააკლდება.

პსჟ და „ბაიერნი“ ბოლოს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე შეხვდნენ (27 ნოემბერი) და გერმანულმა გუნდმა 1:0 ხვიჩას ნეაპოლელი თანაგუნდელის კიმ მინ ჯეს გოლით მოიგო. ამ მატჩში დემბელე 57-ე წუთზე გააძევეს.

სხვათა შორის, „ბაიერნმა” პსჟ-ს ბოლო ოთხი მატჩი მოუგო, თან ისე, რომ პარიზელებს ერთიც არ გაუტანიათ.

პსჟ-მა ტურნირზე ერთი კი წააგო, მაგრამ ბურთს ყველაზე ხშირად ფლობს (72%), ყველაზე მეტი პასი გააკეთა (2888) და ყველაზე ცოტა გაუშვა (1).

“ბაიერნი” კი პრესინგს აქტიურად თამაშობს. ყველაზე მეტი, 16 გოლი აქვს გატანილი, მაგრამ უნდა ითვას, რომ აქედან 10 „ოკლენდს“ გაუტანა.

პსჟ-ს სავარაუდო შემადგენლობა:
დონარუმა, ჰაკიმი, მარკინიოსი, პაჩო, მენდეში, ვიტინია, ნევეში, რუისი, დუე, დემბელე, კვარაცხელია;

მატჩის წინ კომენტარი პსჟ-ის პრეზიდენტმა ნასერ ალ-ხელაიფიმ გააკეთა:
„ყველა ფეხბურთელი მწყობრშია, მათი მჯერა. შესანიშნავ მეტოქესთან რთული შეხვედრა გველის. ეს ჩვენთვის პირველი საკლუბო მუნდიალია და გვინდა ისტორიაში შევიდეთ. გამარჯვება ისედაც შესანიშნავი სეზონის დაგვირგვინება იქნება. თუმცა, ჯერ ამაზე ლაპარაკი ადრეა“.

მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე უკვე ცნობილია ნახევარფინალური ეტაპის პირველი წყვილი: ბრაზილიური „ფლუმინენსე“ ლონდონის „ჩელსის“ შეხვდება, ხოლო პსჟ-სა და „ბაიერნს“ შორის გამარჯვებული 9 ივლისს ფინალში გასასვლელად „რეალისა“ და „დორტმუნდის“ მატჩში მოგებულს ეთამაშება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

გოგლიჩიძე შეიძლება სასუოლოში აღმოჩნდეს