დღეს საღამოს ბორჯღალოსნები 2025 წლის ზაფხულის პირველ ტესტ-მატჩს გამართავენ. საქართველოსა და მსოფლიო რაგბის რეიტინგში მესამე ადგილზე მყოფი ირლანდიის შეხვედრა „მიხეილ მესხზე“ 21 საათზე დაიწყება.
ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა რიჩარდ ქოქრილმა უკვე დაასახელა ის 23 მოთამაშე, რომელთაც მოედანზე ვიხილავთ.
შერკინების პირველ ხაზში თამაშს იწყებენ ბურჯები გიორგი ახალაძე და ირაკლი აფციაური, კვაჭი კი ვანო კარკაძე იქნება. მეორე ხაზში მიხეილ ბაბუნაშვილი და ლადო ჩაჩანიძე შეწყვილდებიან, ხოლო მესამეში გუნდის კაპიტან ბექა საღინაძეს, ლუკა ივანიშვილს და თორნიკე ჯალაღონიას ვიხილავთ.
ღერძზე ვასილ ლობჟანიძე და ლუკა მატკავას დუეტი იდგება. ცენტრში თამაშს გიორგი კვესელაძე და დემე თაფლაძე იწყებენ. ფრთებზე ალექსანდრე თოდუა და აკაკი ტაბუცაძე დადგებიან, ფულბეკი კი დავით ნინიაშვილი იქნება.
შერკინების პირველ ხაზში მარქაფაში არიან კვაჭი ირაკლი ქვათაძე და ბურჯები – გიორგი თეთრაშვილი და ბექა გიგაშვილი. მეორე ხაზის შეცვლაზეა გიორგი ჯავახია, ხოლო მესამე ხაზში ილია სპანდერაშვილი შემოვა. 9-10 ნომრების შეცვლაზე არიან მიხეილ ალანია და თედო აბჟანდაძე, ხაზში კი თორნიკე კახოიძე.

ტესტ-მატჩი. 5 ივლისი
თბილისი. „მიხეილ მესხი“. 21:00
საქართველო – ირლანდია
საქართველო
ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი (ლიონი), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), 13. დემე თაფლაძე (შავი ლომი), 12. გიორგი კვესელაძე (გრენობლი), 11. ალექსანდრე თოდუა (შავი ლომი), 10. ლუკა მატკავა (კასტრი), 9. ვასილ ლობჟანიძე (ოიონა);
შერკინება: 1. გიორგი ახალაძე (კლერმონი), 2. ვანო კარკაძე (მონპელიე), 3. ირაკლი აფციაური (ლიონი), 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი), 5. ლადო ჩაჩანიძე (შავი ლომი), 6. ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი), 7. ბექა საღინაძე (ლიონი, კაპ.), 8. თორნიკე ჯალაღონია (პროვანსი).
მარქაფა: 16. ირაკლი ქვათაძე (შავი ლომი), 17. გიორგი თეთრაშვილი (პერპინიანი), 18. ბექა გიგაშვილი (ტულონი), 19. გიორგი ჯავახია (გრენობლი), 20. ილია სპანდერაშვილი (ვალანსი); 21. მიხეილ ალანია (ორიაკი), 22. თედო აბჟანდაძე (ორიაკი), 23. თორნიკე კახოიძე (შავი ლომი).
GIPHY App Key not set. Please check settings