„ლიონმა“ ლიგა 2-ში დაქვეითების გამო აპელაცია საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის ფინანსური რეგულაციის კომისიაში შეიტანა და განხილვა 10 ივლისს გაიმართება.
„ეკიპის“ ცნობით, კლუბმა, რომელსაც მიშელ კანგი ჩაუდგა სათავეში, იმ დროისთვის 100 მილიონი ევრო „ლიონის“ ანგარიშზე უნდა დააფიქსიროს და ამას გარდა, კიდევ 100 მილიონის გარანტიების წარდგენა სჭირდება, რომ ეს თანხა სეზონის მანძილზე ექნება. ამ თანხის დაუყოვნებლივ და ერთიანად შეტანა აუცილებელი არაა, მაგრამ იმის დადასტურება მართებთ, რომ ფინანსური ვალდებულებების შესრულება შეუძლიათ.
ერთი სიტყვით, „ლიონი“ ურთულეს სიტუაციაშია, თუმცა GiveMeSport-ის მტკიცებით, კლუბის ხელმძღვანელობა დარწმუნებულია, რომ გადაწყვეტილება მათ სასარგებლოდ იქნება გამოტანილი და ლიგა 1-ში ადგილს შეინარჩუნებენ.
აქედან გამომდინარე, “ოლიმპიკს” შეიძლება სასწრაფოდ გიორგი მიქაუტაძის და მალიკ ფოფანას გაყიდვა მოუწიოს.
–
ჟურნალისტი ნიკოლო სკირა იტყობინება, რომ „ლიონის“ თავდამსხმელით, გიორგი მიქაუტაძით „რომა“ სერიოზულადაა დაინტერესებული.
რომაული კლუბის ახალ სპორტულ დირექტორს ფრედერიკ მასარას მიქაუტაძის „მილანში“ გადაყვანა ჯერ კიდევ 2023 წელს უნდოდა, როდესაც ის „მეცში“ თამაშობდა. ქართველის სასწრაფოდ დამატებას გუნდის მწვრთნელი ჯან პიერო გასპერინი ითხოვს. უკრაინული მედია წერს, რომ ტამი აბრაჰამის წასვლის შემდეგ, არტიომ დოვბიკს „რომაში“ ძლიერი კონკურენტი ეყოლება.
„ეკიპის“ ცნობით, „ლიონის“ ახალმა პრეზიდენტმა მიშელ კანგმა გუნდის ლიგა 2-ში დაქვეითების გამო აპელაცია შეიტანა და საქმის განხილვა 10 ივლისს გაიმართება. სავარაუდოდ სწორედ ამის მერე გადაწყდება ქართველის ტრანსფერის საკითხი.
sportall.ge
GIPHY App Key not set. Please check settings