in

გულშემატკივრის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, დანარჩენი მოედანზე გამოჩნდება: ნინიაშვილი

ირლანდიის ნაკრებთან მომავალ მატჩზე კომენტარი „ბორჯღალოსნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ნინიაშვილმა გააკეთა:

„ირლანდიასთნ ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გველის. ეს ნაკრები აქამდე საქართველოში არ ჩამოსულა, ამას გარდა, ტიერ 1-ის გუნდებთან თამაშით განებივრებულნი არ ვართ.

ირლანდიასთან მატჩამდე მზადება ერთი კვირის წინ დავიწყეთ, ვიმუშავეთ ტაქტიკაზე, ვფიქრობ, რომ თამაშისთვის მზად ვართ. ვარჯიშებზე დამუშავებული კომბინაციები თამაშში უნდა გადავიტანოთ, დანარჩენი მოედანზე გამოჩნდება – ძლიერი გაიმარჯვებს.

პატარა ვიყავი და საქართველოში შოტლანდიის ნაკრები იყო ჩამოსული, „დინამოს“ სტადიონი გაივსო და მახსოვს, გულშემატკივარი როგორ ამხნევებდა ჩვენს ნაკრებს.

ახლა მოთამაშის რანგში ვარ და ძალიან ბედნიერი ვიქნები, თუ სტადიონი გაივსება, იმიტომ, რომ ქომაგების მხარდაჭერა ჩვენთვის მნიშვნელოვანია“.

საქართველო ირლანდიისთვის ცნობილია: ბორჯღალოსანთა შემადგენლობა

საქართველოსა და ირლანდიის ნაკრებების მატჩი თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 5 ივლისს გაიმართება და 21:00 საათზე დაიწყება.

1tv.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

საქართველო ირლანდიისთვის ცნობილია: ბორჯღალოსანთა შემადგენლობა

ეს მიქაუტაძის ტრანსფერს დააჩქარებს: რომა რეალური ხდება