ლუკა ლოჩოშვილს “სალერნიტანასთან” (რომელიც სერია B-დან გავარდა) ნახევარწლიანი საიჯარო კონტრაქტი დაუსრულდა და “კრემონეზეში” დაბრუნდა, რომელთანაც ხელშეკრულება 2026 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.
თავის მხრივ, “კრემონეზეც” ახლახან დაბრუნდა სერია A-ში. ლუკას დებიუტი იტალიის მთავარ ლიგაში სწორედ ამ გუნდის მაისურით შედგა 2022 წლის აგვისტოში.
მერე “კრემომ” დატოვა იტალიური ელიტა, შეიცვალნენ მწვრთნელები და საქართველოს ნაკრების მარცხენა მცველი “სალერნიტანაში” აღმოჩნდა…
მერე რა მოხდა, მნიშვნელობა აღარ აქვს, დღეს ლუკას ეძლევა ახალი შანსი, მოიკიდოს ფეხი სერია A-ში და უფრო ძლიერ გუნდებსაც მოაწონოს თავი.
2 ივლისს “კრემონეზეში” დაინიშნა ახალი მწვრთნელი – დავიდე ნიკოლა, 52 წლის სპეციალისტი, რომლის ფავორიტი სქემაა 3-5-2.
ლუკაც ამ სქემაში გამოჩნდა საქართველოს ნაკრებშიც. თავის დროზე, ანალოგიური განლაგებით თამაშობდა “კრემონეზეც”… მოკლედ, ვნახოთ რა მოხდება.
საწვრთნელი პროცესი და ამხანაგური მატჩები გამოაჩენს, სჭირდება თუ არა “გრიჯოროსის” ლოჩოშვილი, რომელიც, იმედია, ამჯერად მაინც დაიმკვიდრებს ადგილს ტოპ-ლიგაში.
lelo.ge
GIPHY App Key not set. Please check settings