in

ლეიკერსმა ორლანდოს ბითაძეს თაობაზე მიმართა

„ლოს ანჯელეს ლეიკერსმა“ „ორლანდო მეჯიქს“ გოგა ბითაძისა და ვენდელ კარტერ ჯუნიორის თაობაზე მიმართა, – ინფორმაციას გამოცემა ClutchPoints-ის ჟურნალისტი ბრეტ სიგელი ავრცელებს.

სიგელის თქმით, უცნობია, კონკრეტულად რა სახის საუბარი შედგა NBA-ს კლუბების წარმომადგენლებს შორის, თუმცა ის ცხადია, რომ „ლეიკერსი“ ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე გაძლიერებას ცდილობს.

ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის წარუმატებლობას გასულ სეზონში სწორედ მაღალი მოთამაშეების სიმწირეს უკავშირებდნენ. „მინესოტა ტიმბერვულვზთან“ „ლეიკერსმა“ დასავლეთ კონფერენციის პლეი ოფის პირველი რაუნდის სერია 1:4 დათმო. შეხვედრების განმავლობაში კალიფორნიელები „მინესოტას“ ფრანგ ცენტრალურ თავდამსხმელს, რუდი გობერს ხელს ვერ უშლიდნენ.

გოგა ბითაძის კონტრაქტი „ორლანდო მეჯიქთან“ 2027 წლის ზაფხულის ჩათვლითაა გათვლილი. იგი ამ დროის განმავლობაში 25 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს. გასულ სეზონში საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მოთამაშე მოედანზე საშუალოდ 20 წუთს ატარებდა, რა დროშიც მის ანგარიშზე 7.2 ქულა, 6.6 მოხსნა, 2.0 შედეგიანი გადაცემა, 1.4 დაფარება და 0.7 ჩაჭრა მოდიოდა.

NBA-ში ერთი ქართული ტრანსფერი უკვე შედგა. თავისუფალი აგენტის სტატუსით „ტორონტო რეპტორსმა“ სანდრო მამუკელაშვილი დაიმატა.

1tv.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

რომაში მთავარი კანდიდატი… მიქაუტაძეა

მიქაუტაძით აინტრახტი და სანდერლენდი დაინტერესდნენ