in

რომაში მთავარი კანდიდატი… მიქაუტაძეა

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ფორვარდის პოზიციაზე საქართველოს ნაკრებისა და “ლიონის” თავდამსხმელის გიორგი მიქაუტაძის დამატება იქნება.

“ჯალოროსიმ” გასულ სეზონში “მილანში” განათხოვრებული ინგლისელი ფორვარდი ტამი აბრაჰამი 20 მილიონ ევროდ გაყიდა და ჩვენებურის დასამატებლად ფინანსური სახსრებიც მოიძია.

ჩვენი იტალიელი კოლეგები წერენ, რომ “მგლების” მთავარი მწვრთნელის ჯან პიერო გასპერინის ფავორიტი მიქაუტაძეა და ხელმძღვანელობას მისი დამატება სთხოვს.

შეხსენებისთვის, ქართველის ამჟამინდელი კლუბი “ლიონი” ფინანსური გარანტიების არარსებობის გამო მე-2 დივიზიონში დააქვეითეს და გუნდს აპელაცია აქვს შეტანილი.

sportall.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ჯერ სელტიკი, მერე სუპერთასი ბენფიკასთან: ქოჩორამ სპორტინგი დაიწყო

ლეიკერსმა ორლანდოს ბითაძეს თაობაზე მიმართა