გიორგი ქოჩორაშვილმა ლისაბონის “სპორტინგთან” ერთად პირველი ვარჯიში ჩაატარა. ორკვირიანი მზადება ძირითადად ფიზიკური კონდიციების აღდგენას დაეთმობა.
მოგეხსენებათ, ქართველი ნახევარმცველი პორტუგალიურ გრანდს ლა ლიგაში დაბრუნებულ “ლევანტედან” შეუერთდა. “სპორტინგმა” 26 წლის ჩვენიანში 5,5 მილიონი ევრო გადაიხადა.
“სპორტინგი” პირველ ამხანაგურ მატჩს 16 ივლისს, შოტლანდიური “სელტიკის” წინააღმდეგ ითამაშებს. პირველი ოფიციალური მატჩი კი თვის ბოლოსაა, პორტუგალიის სუპერთასზე “ბენფიკასთან”.
ჩემპიონატის კალენდარი ჯერ არ გამოქვეყნებულა, თუმცა დიდი ალბათობით აგვისტოს დასაწყისიდანვე დაიწყება.
GIPHY App Key not set. Please check settings