Transfermarkt-მა წარადგინა იმ ფეხბურთელების რეიტინგი, რომელთა სატრანსფერო ღირებულება ყველაზე მეტად გაიზარდა 2012 წელს.
სიას სათავეში მოექცა „ფიორენტინას“ თავდამსხმელი დუშან ვლაოვიჩი. ის 54 მილიონი ევროთი გაძვირდა და ამჟამად 70 მილიონად ფასდება.
ტოპ 4-ში შევიდნენ დორტმუნდის „ბორუსიას“ ფორვარდი ერლინგ ჰაალანდი (პლუს 50 მლნ – 150 მლნ), „რეალის“ ვინგერი ვინისიუსი (პლუს 50 მლნ – 100 მლნ) და „ბარსელონას“ ჰავბეკი პედრი (პლუს 50 მლნ – 80 მლნ).
ათეულს ასრულებს „სიტის“ ნახევარმცველი ჯეკ გრილიში, რომლის სატრანსფერო ღირებულება 30 მლნ ევროთი გაიზარდა და დღეისათვის 80 მილიონად აფასებენ.
GIPHY App Key not set. Please check settings