in

ლუკა ხარატიშვილი ახლოს არის ევროპულ ელიტასთან

BBC-ის სპორტული განყოფილების ჟურნალისტმა, ბენ რამსდეილმა, დაწერა წერილი, რომელიც ახლახან დასრულებულ ევროპის ჩემპიონატს ეხება. კერძოდ, მან გამოარჩია პირველობაზე მოასპარეზე ხუთი ვარსკვლავი, რომელთა კარიერაც, შესაძლოა, ძირფესვიანად შეიცვალოს ევროფორუმის შემდეგ.

ჩვენთვის ძალიან სასიამოვნოა, რომ ამ ჩამონათვალში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებისა და ბათუმის “დინამოს” მეკარე ლუკა ხარატიშვილიც მოხვდა. ხარატიშვილთან ერთად, ავტორიტეტულმა გამოცემამ გამოარჩია ნიკ ვოლტემადე (გერმანია), ჩარლი კრესუელი (ინგლისი), ჯოვანი კენდა (პორტუგალია) და ჯაუი სისე (საფრანგეთი).

“ამბობენ, რომ შესაძლოა, მეკარე იყოს მარტოსული, მაგრამ ევროპის ჩემპიონატზე ლუკა ხარატიშვილი ასეთი ნამდვილად არ იყო. მას უამრავი საქმე ჰქონდა. 22 წლის ფეხბურთელი, რომელიც საქართველოში, კერძოდ ბათუმის “დინამოში” თამაშობს, ტურნირის განმავლობაში თავისი ნაკრების გამორჩეული მოთამაშე იყო.

ხარატიშვილმა სამ მატჩში 8 გოლი გაუშვა, მაგრამ საქართველოს ნაკრებისთვის, შესაძლოა, ყველაფერი უარესად წარმართულიყო, რომ არა რამდენიმე ეპიზოდში მეკარის შესანიშნავი თამაში, მისი რამდენიმე შესანიშნავი “სეივი”. საკმარისია, გავიხსენოთ საქართველოს ნაკრების მიერ საფრანგეთთან 2:3 წაგებული შეხვედრა, როცა მან 6 დარტყმა მოიგერია.

მათ შორის, ერთი უსათუოდ მოხვდებოდა ტურნირის საუკეთესო მოგერიებებში, როცა ბრწყინვალე ნახტომში მოიგერია ბურთი პოლონეთის ახალგაზრდულ ნაკრებთან მატჩის ბოლო წუთზე, რითაც თავის გუნდს გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა (2:1).

ეს 3 ქულა საქართველოს ნაკრებს არ ეყო ჯგუფური ბარიერის დასაძლევად, მაგრამ ეს იყო დიდებული მომენტი იმ ერისთვის, რომლის ახალგაზრდული ნაკრებიც სულ მეორედ მონაწილეობდა ევროპის ჩემპიონატზე. თუ ტურნირის სტარტამდე ხარატიშვილი არ იყო სატრანსფერო რადარზე, ახლა, შესაძლოა, ევროპის რომელიმე ელიტურ ლიგაში გადასვლასთან შორს არ იყოს, ისევე, როგორც მისი თანამემამულე, გიორგი მამარდაშვილი”, – წერს BBC.

lelo.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მადლობა ძმებო: თოკო ვირტუსს დაემშვიდობა

ბორჯღალოსნები: თამაშის კვირა