თორნიკე შენგელია ბოლონიის „ვირტუსს“ დაემშვიდობა. საქართველო ნაკრების კაპიტანმა იტალიურ კლუბზე ემოციური პოსტი გამოაქვეყნა.
„გულითად მადლობას მოვახსენებ გუნდის ხელმძღვანელს, მასიმო ძანეტის, რომელმაც მომცა საშუალება, მეტარებინა ბოლონიელთა მაისური და ამაყად დამეცვა ამ ქალაქის ღირსება.
მადლობა ჩემს მწვრთნელებს, რომლებიც დამეხმარნენ უკეთესი გავმხდარიყავი როგორც მოთამაშე და როგორც პიროვნება. განსაკუთრებული მადლობა დუშკო ივანოვიჩს, ლუკა ბანკისა და სერჟიო სკარიოლოს.
მადლობა მენეჯერებს, ექიმებს, მედიას, გუნდის ყველა წევრს.
მადლობა საოცარ ფანებს ჩემი და ჩემი გუნდის გვერდით დგომისთვის. თქვენ „ვირტუსის“ გულისცემა ხართ. არასოდეს დამავიწყდება თქვენი სიმღერები, დროშები და ცეცხლი.
დაბოლოს, მადლობა ჩემს თანაგუნდელებს, ჩემს ძმებს. ჩვენ ყველაფერი ერთად განვიცადეთ, იმედგაცრუებაც და ტრიუმფიც. თქვენ მუდამ ჩემ გვერდით იყავით, ერთად ვიბრძოდით. რაღაც განსაკუთრებულის ნაწილი ვიყავით.
„ვირტუს ბოლონია“ ყოველთვის ჩემი ნაწილი იქნება“.
თავის მხრივ კლუბმაც მადლობა გადაუხადა ქართველ კალათბურთელს და დაწერა, რომ რაც ერთად გავიზიარეთ, სამუდამოდ ჩვენთან დარჩებაო.
მოგეხსენებათ, ქართველი კალათბურთელი მომდევნო სეზონიდან „ბარსელონაში“ ითამაშებს.
GIPHY App Key not set. Please check settings