ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-მა მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის 1/8-ფინალში ლიონელ მესის „ინტერ მაიამი“ დაამარცხა – 4:0.
ქართველი ფეხბურთელი ძირითადში იყო და ბოლომდე ითამაშა. ხვიჩა ძალიან აქტიური იყო და ხიფათიც არაერთი შექმნა.
მე-4 წუთზე სამ მცველს გაცდა და კარის წინ ბარკოლა მონახა, რომელმაც რეალური შანსით ვერ ისარგებლა. მერე ხვიჩას დარტყმული ბურთი ოდნავ ასცდა მიზანს, ცოტა ხანში ქართველი მეურვეს გაექცა და მეკარემ იყოჩაღა.
კვარას წინააღმდეგ საკმაოდ უხეშობდნენ კიდეც და პირველ ტაიმში ორჯერ თამაში ჩვენიანზე უხეშობის გამო შეჩერდა.
კვარას შეფასებები: Whoscored – 7.5; Sofascore – 7.1; Flashscore – 7.1; 90min – 7.0.
თამაში კი ბუნებრივია აშკარა ფავორიტის დომინირებით წარიმართა და ყველაფერი პირველ ტაიმშივე დასრულდა. პარიზელთა მეტოქე კი უფრო ლეგენდების მატჩებისთვის დამახასიათებელ გუნდს ჰგავდა, მით უმეტეს, რომ მართლაც ბევრი მობერებული ლეგენდაა თამაშობს. თავად მესის გარდა ლუის სუარესი, ბუსკეტსი, ალბა…
მეორე ტაიმში „ინტერ მაიამი“ შედარებით გააქტიურდა, მესის კარგი გადაცემა სუარესმა ვერ გამოიყენა, მაგრამ რა თქმა უნდა ეს საკმარისი ვერ იქნებოდა.

პსჟ – ინტერ მაიამი 4:0
გოლები: 1:0 ნევეში (6), 2:0 ნევეში (39), 3:0 ავილესი (45, საკ. კარში), 4:0 ჰაკიმი (45+3)
მეოთხედფინალში პსჟ-ს მეტოქე „ბაიერნისა“ და „ფლამენგოს“ წყვილში გამარჯვებული იქნება.
GIPHY App Key not set. Please check settings