in ,

დღეს კვარა მესის შეხვდება

მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე პლეი-ოფები დაიწყო და პირველი მატჩები უკვე გაიმართა. ჩვენ კი დღევანდელ შეხვედრას ველით: ხვიჩას პსჟ მესის „ინტერ მაიამის“ ხვდება. თამაში ჯორჯიას შტატშია, ატლანტის „მერსედეს-ბენც სთედიუმზე“ (42 500 მაყურებელი), ჩვენი დროით 20:00 საათზე.

ატლანტაში ისევ დაცხა, დაახლოებით 30 გრადუსია. ლუის ენრიკემ ფეხბურთელები შედარებით ნაკლებად დატვირთა, ბოლო ვარჯიშზე კი ნუნო მენდეში, აშრაფ ჰაკიმი და ვიტინია დაასვენა. ფეხბურთელებმა საჯარიმოებისა და პენალტების შესრულებაზეც ივარჯიშეს.

უსმან დემბელემ ტრავმა მოირჩინა, მაგრამ ძირითადში ალბათ მაინც არ იქნება, კვარაცხელია სავარაუდოდ უფრო ცენტრიდან შეუტევს, ხოლო დეზირე დუე – მარჯვნიდან.

პსჟ-ს სავარაუდო შემადგენლობა: დონარუმა, ჰაკიმი, მარკინიოსი, პაჩო, მენდეში, ნევეში, ვიტინია, ფაბიანი, დუე, ბარკოლა, კვარაცხელია.

აღსანიშნავია, რომ სტადიონზე სახურავი დაიხურება, გაგრილების სისტემა ჩაირთვება და ტემპერატურა 18-20 გრადუსი იქნება.

კვარამ „ატლეტიკოსთან“ პირველ ტურში ორი საგოლე გადაცემა შეასრულა, ხოლო მესამე ტურში „სიეტლს“ გაუტანა და ისტორიაში პირველი ქართველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც მსოფლიო საკლუბო ჩემიონატზე გოლი ჩაიწერა.

ხვიჩა ჯგუფური ეტაპის სიმბოლურშია

მესიმ „პორტოსთან“ საჯარიმო დარტყმით შესანიშნავი გოლი გაიტანა და თავისი გუნდის გამარჯვებაში და ჯგუფიდან გასვლაში დიდი წვლილი შეიტანა. დღეს კი იმ პსჟ-ს დაუპირისპირდება, სადაც 2021-2023 წლებში თამაშობდა და სადაც ბედნიერი არ იყო.

„ეს იყო ორი წელი, რომლისგანაც სიამოვნება არ მიმიღია. ბედნიერი არ ვიყავი. ვარჯიშებითა და თამაშით კმაყოფილი ერთი დღეც არ ვყოფილვარ, რადგან ადაპტაცია გამიჭირდა. თავიდან პარიზში ძალიან თბილად მიმიღეს, მაგრამ მერე ჩემ მიმართ პარიზული პუბლიკის ნაწილის დამოკიდებულება შეიცვალა. გულშემატკივრების უმეტესობასთან ურთიერთობაში ბზარი გაჩნდა“, – განაცხადა ისტორიის უდიადესმა ფეხბურთელმა.

მოკლედ, ველოდებით კვარას და მესის შეხვედრას. ჩვენიანმა მისი კუმირი და ეპოქის მეორე დიადი ფეხბურთელი კრიშტიანო რონალდო უკვე დაამარცხა (ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს სახელით), ახლა კი მეორე ლეგენდის ჯერია.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ხვიჩა ჯგუფური ეტაპის სიმბოლურშია

ხვიჩამ მესის აჯობა: პსჟ მეოთხედფინალში მარტივად გავიდა