in

გიორგი ჩაკვეტაძე… ვალენსიას სურს

„ვალენსია“ დაინტერესდა 25 წლის ქართველი ნახევარმცველის, გიორგი ჩაკვეტაძის შეძენით, რომელიც „უოტფორდში“ თამაშობს – ინფორმაციას გამოცემა Orgullobir-ი ავრცელებს.

„გიორგი ჩაკვეტაძემ „უოტფორდში“ მაღალი კლასი და ლიდერის თვისებები გამოავლინა, „ვალენსია“ ნახევარდაცვის გასაძლიერებლად მისი სტილის მოთამაშეს ეძებს, რომელიც გამოირჩევა მოედნის კარგი ხედვით.

ესპანურ კლუბს ფეხბურთელის იჯარით დამატება სურს – ტრანსფერის გამოსყიდვის ოფციით. ჩაკვეტაძე, რომელსაც ინგლისის ჩემპიონშიფსა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებში თამაშის გამოცდილება აქვს, 4.5 მილიონ ევროდ არის შეფასებული.

ეს თანხა ესპანური კლუბისთვის ხელმისაწვდომია. ქართველი ფეხბურთელის დამატება კი „ვალენსიის“ ნახევარდაცვას გააძლიერებს“.

1tv.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

როდის დაიწყებს ხვიჩა საფრანგეთს: კალენდარი ცნობილია

რუსთავში ახალი სტადიონი აშენდება