in

თურქეთმა საქართველოსთან მასპინძელი ქალაქი და სტადიონი აირჩია: პატარა და პირველად

საქართველოს ნაკრები 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპს სექტემბერში იწყებს, შინ თურქეთთან.
სტუმრად კი მეზობლებს ოქტომბერში ვეთამაშებით. თურქეთმა ჩვენთან მასპინძელი ქალაქი აირჩია – ქოჯაელი.

მატჩი 14 ოქტომბერს „ილდიზ ენტეგრე ქოჯაელის“ სტადიონზე გაიმართება და ადგილობრივი დროით 21:45 საათზე დაიწყება.

შედარებით ახალი და საკმაოდ კოხტა სტადიონი დაახლოებით 35 ათასს მაყურებელს იტევს და ის პირველად უმასპინძლებს ეროვნული ნაკრებების მატჩს.

ქალაქი თურქეთის დასავლეთ ნაწილშია (თბილისიდან 1500 კმ-ზე მეტი) და სტამბოლიდან დაახლოებით 100 კმ-შია.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვულოცავთ შოთას შინ დაბრუნებას: ქასიმფაშამ არველაძე ოფიციალურად წარადგინა

მოისწრაფიშვილი სპარტაკში გადავიდა