მომდევნო სეზონიდან თურქულ „ქასიმფაშას” შოთა არველაძე გაწვრთნის. დედაქალაქურმა კლუბმა ქართველი მწვრთნელი ოფიციალურად, რომელიც 2012-15 წლებში უკვე მუშაობდა ამ კლუბში.
„კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება სახლში, შოთა არველაძე“, – ასე მიესალმა „ქასიმფაშა“ ქართველ სპეციალისტს.
წარსულში წარმატებული ერთობლივი გამოცდილების შემდეგ, გვიხარია, რომ ახალ სეზონში მასთან ერთად ვმუშაობთ.
ვულოცავთ შოთა არველაძეს შინ დაბრუნებას და ვუსურვებთ წარმატებებს“, – წერია თურქული კლუბის განცხადებაში.
52 წლის არველაძემ ცნობილი თურქი ფეხბურთელი ბურაქ ილმაზი შეცვალა.
გასულ სეზონში “ქასიმფაშამ” თურქულ სუპერლიგაში მე-10 ადგილი დაიკავა.
შეგახსენებთ, შოთას 2024 წლის მარტის შემდეგ არ უმუშავია, როდესაც “ქარაგიუმრუქიდან” წამოვიდა.
შეგახსენებთ, რომ არველაძე იყო “ქაისერისფორის” (თურქეთი), “ტრაბზონსფორის” (თურქეთი), თელ-ავივის “მაკაბის” (ისრაელი), “პახტაკორისა” (უზბეკეთი) და “ჰალის” (ინგლისი) მთავარი მწვრთნელი.

GIPHY App Key not set. Please check settings