in

გოგლიჩიძის მოულოდნელი ვარიანტი: ისევ იტალია თუ… არაბეთი

Tuttomercato წერს, რომ სერია A-ს ბინადარ “უდინეზეს” საქართველოს ნაკრებისა და “ემპოლის” 21 წლის მცველი საბა გოგლიჩიძის დამატება სურს. “სტადიო ფრიულიზე” ჩვენებურს სლოვნიელი იაკა ბიოლის შემცვლელად განიხილავენ, რომელმაც თავის მხრივ “ლიდსს” მიაშურა.

წყარო წერს, რომ ტოსკანური გუნდი ქართველს 7 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეელევა. ჩვენი იტალიელი კოლეგები წერენ იმასაც, რომ საბას გადაბირებას სერიოზულად “პარმაც” განიხილავს, მაგრამ ცნობილმა ჟურნალისტმა ალფრედო პედულამ მეტად საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა.

გოგლიჩიძის მიმართ ინტერესი საუდის არაბეთის კლუბებსაც გააჩნიათ, თუმცა მათი ვინაობა არ სახელდება. ინფორმაციისთვის, გასულ სეზონში ჩვენებურმა “ემპოლის” რიგებში, რომელიც სერია A-დან გავარდა, 33 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 1 გოლი გაიტანა.

sportall.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მესი 38: ყველაზე ძვირიანი ბებერი ფეხბურთელები – ლეო პირველია

ორი პრემიერლიგიდან, ერთი ჩემპიონშიპიდან: ჩაკვეტაძე ალბათ გუნდს შეიცვლის