მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის მერვედფინალში პსჟ „ინტერ მაიამის“ დაუპირისპირდება, რომლის ღირსებასაც პარიზული გუნდის ყოფილი ფეხბურთელი ლეო მესი იცავს. „პარი სენ ჟერმენის“ ექს-ნახევარმცველი ჟერომ როტენი არგენტინელს პსჟ-ში უგულოდ თამაშისთვის მუდამ აკრიტიკებდა. მან RMC Sport-თან ინტერვიუში გულშემატკივრებს მოუწოდა ლიონელს ობსტრუქცია მოუწყონ:
„სერიოზულად! დაე ფანებმა ოლიმპიადისთვის ნაყიდი სასტვენები მოიტანონ და მესის უსტვონონ, რომელსაც შეეშინდა და არ ჩამოვიდა. ახლა აშშ-ში მათ შანსი ექნებათ.
შურისძიება? არ ვიცი, ამ მატჩს რა ვუწოდო, მაგრამ როგორი შესანიშნავი ისტორიაა! მსოფლიოს წინაშე ევროპის ჩემპიონია. საუკეთესო საშუალებაა მესის აჩვენონ, როგორ გაიზარდა გუნდი მისი წასვლის შემდეგ. ახლა „პარი სენ ჟერმენი“ მებრძოლი კლუბია, გულშემატკივრებს პატივს სცემს, სწორედ ამიტომ მინდა გაიმარჯვონ. ლეო „ბარსელონადან“ გამოაგდეს და არ დააფასა პსჟ. ევროპაში ორი წლის მანძილზე ასეთ თამაშს არცერთი კლუბი არ მოუთმენდა. შემდეგ კი მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო. შესანიშნავად მივხვდით, რომ ამის გამო ჩამოვიდა პარიზში.
აქ ხალხს პატივს არ სცემდა, სადაც ოჯახთან ერთად დიდებულ პირობებში ცხოვრობდა. დიახ, გენიოსია, თუმცა გუნდისთვის საკმარისად არ დაიხარჯა. „პარკ დე პრენსზე“ ლეოს ყველა შეხვედრას დავესწარი და ვხედავდი, როგორ დადიოდა მოედანზე… როდესაც ბურთი ჰქონდა, ცეცხლს ანთებდა, სტადიონზე ქომაგებს აღაფრთოვანებდა, რადგან წარმოუდგენელი ტალანტია. მე არავის ჭკუას არ ვარიგებ, ყველამ თავად ნახა ყველაფერი“.
–
პსჟ-ს მეკარემ ჯანლუიჯი დონარუმამ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის მერვედფინალში „ინტერ მაიამისთან“ და ყოფილ თანაგუნდელთან, ლეო მესისთან მომავალ დაპირისპირებაზე გააკეთა კომენტარი.
„მესი ჩემი შესანიშნავი მეგობარია, მსოფლიოს უდიადესი ფეხბურთელია. მასთან ერთად თამაშის ბედნიერება მხვდა წილად. ეს ფანტასტიკური ორი წელიწადი იყო, მაგრამ ახლა ჩვენმა გუნდმა უნდა გაიმარჯვოს. ლეოს ისედაც ბევრი ტიტული აქვს მოგებული.
დავრჩები თუ არა პსჟ-ში? ვნახოთ, თუმცა მე დარჩენა მინდა“, – განუცხადა დონარუმამ DAZN-ს.
პსჟ-სა და “ინტერ მაიამის” მატჩი 29 ივნისს ატალანტაში ჩატარდება.
–
აშშ-ში მყოფი პსჟ-ის ფეხბურთელები ნუნუ მენდეში და ვიტინია უცნაურ სიტუაციაში აღმოჩდნენ. ისინი მეუღლეებთან ერთად ქუჩაში სეირნობდნენ, როდესაც ერთ-ერთმა გამვლელმა საფეხბურთო ვარსკვლავები ვერ იცნო და მათ გამოელაპარაკა.
უცნობი ადამიანი დაინტერესდა თუ რა საქმიანობით იყვნენ ისინი დაკავებული და კვარაცხელიას თანაგუნდელებს კითხვა ამის შესახებ დაუსვა.
sportall.ge
GIPHY App Key not set. Please check settings