in

არველაძე თურქეთში ბრუნდება: შოთა ქასიმფაშას მწვრთნელია

მომავალ სეზონში თურქულ “ქასიმფაშას” შოთა არველაძე გაწვრთნის, – წერს ადგილობრივი “რადიოსპორტი”. 25 ივნისს შოთა 1+1 სისტემით გააფორმებს კონტრაქტს კლუბთან, რომელსაც 2012-15 წლებში წვრთნიდა და ანგარიშგასაწევ ძალად აქცია.

52 წლის ტყუპისცალი “ქასიმფაშას” მთავარი მწვრთნელის პოსტზე შეცვლის ახლო წარსულში ცნობილ თურქ ფორვარდს, ბურაქ ილმაზს, რომელსაც კლუბმა რამდენიმე დღის წინ სრული ნდობა გამოუცხადა…

გასულ სეზონში “ქასიმფაშამ” თურქულ სუპერლიგაში მე-10 ადგილი დაიკავა. როგორც ჩანს, კლუბის ხელმძღვანელობას უფრო დიდი მიზნები აქვს, რომლის რეალიზაცია შოთა არველაძესთან თანამშრომლობით წარმოუდგენია.

შეგახსენებთ, რომ შოთას არ უმუშავია მწვრთნელად მას მერე, რაც 2024 წლის მარტში კიდევ ერთი თურქული კლუბი, “ქარაგიუმრუქი” დატოვა.

ამას გარდა, იყო “ქაისერისფორის” (თურქეთი), “ტრაბზონსფორის” (თურქეთი), თელ-ავივის “მაკაბის” (ისრაელი), “პახტაკორისა” (უზბეკეთი) და “ჰალ სიტის” (ინგლისი) მთავარი მწვრთნელი.

lelo.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მიქაუტაძის ლიონი ლიგა 2-ში დააქვეითეს 

რა დროს მესია… რას უპირებს პსჟ თავის ყოფილ ფეხბურთელს და რას საქმიანობენ ვიტინია და მენდეში