Il Mattino-ს ინფორმაციით, იტალიის სერია B-ში აღზევებული “აველინო” შემადგენლობის გაძლიერებაზე მუშაობს და კლუბს საქართველოს ნაკრების მცველის ლუკა ლოჩოშვილის დამატება სურს.
27 წლის ჩვენებურმა გასული სეზონის მეორე ნახევარი “კრემონეზედან” იჯარით “სალერნიტანაში” გაატარა, თუმცა ეს უკანასკნელი რანგით მეორე დივიზიონიდან გავარდა და ქართველიც კლუბს შეიცვლის.
ნაკლებად სავარაუდოა, რომ სერია A-ში აღზევებულმა “კრემონეზემ” ლოჩოშვილის შენარჩუნება მოისურვოს, რაც ტრანსფერის ალბათობას ზრდის.
“აველინომ” სერია C-ში გასულ სეზონში 75 ქულა მოაგროვა და მეორე ადგილზე გასულ “აუდასე კერიგნოლას” 8 ქულით აჯობა.
sportall.ge
GIPHY App Key not set. Please check settings